როდესაც მთავრობა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს აპატიმრებს, ეს ვაშინგტონში ცუდად ჩანს... ბაიდენი საქართველოს საკითხით ძალიან დაინტერესებულია - ტეფტი
პოლიტიკა - 17:39, 20 Apr, 2021     2045

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტიმ მთავარ არხთან საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ამ პროცესების მიმართ ამერიკის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში მყოფი პოლიტპატიმრების თემას ვაშინგტონი ნეგატიურად უყურებს და დემოკრარტიის მომავალზე ღელავენ. ტეფტის თქმით, ბაიდენი საქართველოს საკითხით ძალიან დაინტერესებულია:

"ვფიქრობ, აქ ძალიან შეშფოთებულები არიან. თქვენც მოისმინეთ ბევრი განცხადება, რომლებიც გაკეთდა საქართველოს მეგობრების მიერ და ალბათ ჯორჯ კენტის გამოსვლაც მოისმინეთ სენატში. აქ მართლაც ძალიან ღელავენ საქართველოში დემოკრატიის მომავალზე, იმაზე, თუ რა ხდება ახლა თქვენს ქვეყანაში და რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს. ეს არ გამოიყურება კარგად. როდესაც მთავრობა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს აპატიმრებს, ეს ნამდვილად ცუდად ჩანს აქ ვაშინგტონში.

მეორე საკითხი, რაც ასევე ჩანდა ჯორჯ კენტისა და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადებებში, ის იყო, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა უნდა იზრუნოს ქვეყნის მომავალზე. შესაძლოა, მე ზედმეტად პირდაპირი ვარ ახლა, მაგრამ აქედან ისე ჩანს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ზედმეტად არიან ჩართულნი პარტიებს შორის დაპირიპირებასი და შორეულ პერსპექტივაში ქვეყნის მომავალზე არ ფიქრობენ.

მთავრობამ არ მიიღო ევროკავშირის დახმარება და ალბათ, ეს ჩემი ვარაუდია, არსებობს ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციაში ხალხი, რომელიც ფიქრობს: რატომ უნდა ჩავერთოთ ჩვენ ამ საქმეში, თუ მათ ევროკავშირის დახმარება არ მიიღეს?

ჯო ბაიდენი, საქართველოს საკითხით ძალიან დაინტერესებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კვლავაც გაგრძელდება. ჯო ბაიდენმა უფრო მეტი იცის საგარეო პოლიტიკის შესახებ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა, რომელიც მე მახსოვს და განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს. გარდა ამისა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ დემოკრატიულ ფასეულობებს არ გადაუხვიოს. ეს მან უკრაინისასთან მიმართებითაც არაერთხელ განაცხადა და საქართველოსთან მიმართებითაც. მისთვის დემოკრატიული ფასეულობები მთავარია, ყოველთვის ასე იყო. ამიტომ, მთავარია, რომ დაპატიმრებული ოპოზიციონერები განთავისუფლდნენ, გაიმართოს დიალოგი და მიღწეულ იქნას კომპრომისი.

ახლა მართლაც ბევრი თემაა აქტუალური: უკრაინა, ავღანეთი.... მე ძალიან კარგად ვიცნობ ტონი ბლინკენს, რომელიც თავის მხრივ ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, გათვითცნობიერებულია პოლიტიკურ დინამიკაში და ყველაფერში, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ახლა ისინი საქართველოში უფრო მეტად აპირებენ ჩართვას. მათ, როგორც ამერიკელები ამბობენ, პრობლემებით სავსე თეფში უდევთ წინ. ჩვენ უკვე გვაკრიტიკებენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, რომ საკმარის ზეწოლას არ ვახდენთ რუსეთზე და რომ ბაიდენმა ზედმეტად რბილი კურსი აირჩია მოსკოვთან მიმართებით. ვიცი, რომ ბაიდენს, ისევე როგორც ტონი ბლინკენსა და ჯეიკ სალივანს კარგად ესმით, რაც ხდება საქართველოში, უბრალოდ საკითხავი ის არის, რამდენად მალე შეძლებენ ისინი უფრო აქტიურად ჩართვას ამ საკითხში, იმის გათვალისწინებით, რომ გაცილებით უფრო პრიორიტეტული საკითხები აქვთ მოსაგვარებელი. ალბათ საქართველოში ამის მოსმენა არ ესიამოვნებათ, მაგრამ ვაშინტონში ახლა ასეთი რეალობაა, - განაცხადა ჯონ ტეფტიმ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42