მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება ახალი ეტაპის დასაწყისია ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით - შარლ მიშელი
პოლიტიკა - 17:19, 20 Apr, 2021     822
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან ინტერგაციაში დაეხმარება. მისი თქმით, შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს:

,,დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებით სასიამოვნოა, ვინაიდან, დღეს არის დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ქართველმა პოლიტიკოსებმა მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით. მე ვუწყი, რაოდენ დიდი ძალისხმევა არის ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში. მე ვიცი, რომ ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი, თუმცა ახლა გამოწვევები უფრო მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს. მე მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მათი მზაობისთვის და გადადგმული ნაბიჯისთვის და მადლობას გიხდით თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი მზაობისთვის და იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბრძანდებით ჩართული ამ მიმართულებაში, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება.

უფრო მეტი საქმე იწყება დღეს და ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. რასაკვირველია, საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42