საზოგადოებამ ამოისუნთქა... ეს გამარჯვების დღეა - ზურაბიშვილი მიშელს
პოლიტიკა - 17:08, 20 Apr, 2021     1051

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც ფარგლებშიც ზურაბიშვილმა მიშელს მიმართა და მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისთვის.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ შეთანხმებისთ საზოგადოებამ ამოისუნთქა:

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლობა მოგახსენოთ იმ ძალისხმევისთვის, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. დღეს დილიდან კიდევ ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რომელიც გუშინ დაიწყო, გრძელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ მომავალ დღეებში გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. ეს იქნება და არის უკვე ნამდვილად ყველას გამარჯვება, პირველ რიგში ამ ქვეყნისთვის. ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც არის თქვენი, თქვენი წარმომადგენლის და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით მიღწეული, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის. პირველ რიგში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. რამეთუ ეს საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილ ვიტყოდი - გადაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით, ასევე, შეურაცხყოფილიც, რადგან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც ყველამ ვიცით, რომ იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. ამიტომ დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს მისთვის გამარჯვების დღეა.

პოლიტიკურმა შეთანხმებამ გამოიტანა უკვე შედეგები და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება, პირველ რიგში, პარლამენტის გაძლიერება. რამეთუ, დღევანდელი დღიდან ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი. პარლამენტი, როემლესაც უკვე შეუძლია, რომ იყოს არა დაპირისპირების, ერთმანეთის სიძულვილის და ლანძღვის ადგილი, არამედ, მთავარი გამოწვევების გადალახვის ადგილი და ჩვენ მართლა წინსვლით გამოვირჩეოდეთ არა უკუსვლით. ის ადგილი და უფლებები, რაც დღეს ოპოზიციას ენიჭება საქართველოს პარლამენტში, რაც ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე. ბევრი ქვეყანაა, სადაც ასეთი უფლებები ნამდვილად არ მიენიჭება ოპოზიციას. [პარლამენტი] გახდა ქმედითუნარიანი და ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები. ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობის და სახელმწიფოს სახე საზღვარგარეთ და საერთაშორისო სივრცეში. ამდენად, ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია ხელმოწერისთვის აქ შეიკრიბა, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს. მეტიც, შეუძლია რომ გააკეთოს და თუ საჭირო გახდება, მაგრამ იმედი მაქვს საჭირო აღარ იქნება, მედიაცია შეასრულოს, რომ აღარ იყოს მუდმივად თქვენი შეწუხება საჭირო“, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42