ე.წ. "კარტოგრაფების საქმეზე" საჩივარი სტრასბურგში გიგზავნა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჩივარში ყურადღება გამახვილებულია კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით.
საჩივარი "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით დავით ჯანდიერმა მოამზადა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მომჩივანის ინტერესებს წარმოადგენს:
"საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე. საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ივერი მელაშვილის ინტერესებს იცავენ გიორგი მშვენიერაძე და ედუარდ მარიკაშვილი, ხოლო ნატალია ილიჩოვას - ნესტან ლონდარიძე, სულხან კომახიძე და გიორგი მახარაძე", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






