ადვოკატი - მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით შეკერილი საქმე დაირღვა
სამართალი - 11:33, 13 Dec, 2013     2344

მან გუშინ გამართული სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმის ჩვენებაზეც ისაუბრა.

“ეს იყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ამ პროექტის განხორციელებით რაიმე პირადი სარგებელი არ მიგვიღია და არც დანაშაული ჩამიდენია,” - განაცხადა გუშინ ქუთაისში პროკურატურის მთავარმა მოწმემ, რამაზ სულამანიძემ “სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან” დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

სულამანიძის განცხადებით, მის მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილება მას შემდეგ გამოიტანა, რაც მას ლაშა ნაცვლიშვილის ესაუბრა. “ნაცვლიშვილმა მითხრა:

“ჩვენ არც შენი და არც ჭიაბერაშვილის დაჭერა არ გვინდა” - განაცხადა სულამანიძემ და დაადასტურა, რომ ამ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმის სამიზნე იმთავითვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი იყო. ცნობისათვის:

ნაცვლიშვილმა სწორედ სულამანიძის პირით შეუთვალა ჭიაბერაშვილს,რომ თუ იგი პროკურატურას ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა, მის მიმართაცპროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილებას გამოიტანდა.

სხდომაზე პროკურატურის მთავარმა მოწმემ, სულამანიძემ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისათვის წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ არავითარი უკანონო დავალება ხელმძღვანელობისგან არ მიუღია.

მოწმის შეფასებით, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იყო წარმატებული. ცნობისათვის, პროგრამის მიმდინარეობისას დასაქმების აგენტებმა 600,000 ოჯახში შესვლა და დასაქმების მაძიებელი 700,000 ადამიანის აღწერა მოასწრეს. დასაქმების მაძიებელთა ეს უნიკალური ბაზა დღესაც ინახება შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროში, მაგრამ არავინ იყენებს. შეგახსენებთ, პროკურატურის ვერსიით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა“სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა” არა დასაქმების მსურველთა აღრიცხვისათვის შემნეს, არამედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისათვის თანხის გადასარიცხად. სულამანიძის ჩვენებამ პროკურატურის ვერსია და ბრალდება სრულად გააბათილა.

მოწმის თქმით, ნაწილობრივი შეფერხება გამოიწვია დასაქმების ახლადშექმნილი სამინისტროს მოუმზადებლობამ, რის გამოც პროგრამა 4 ოქტომბერს შეჩერდა, სწორედ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დავალებითა და იმ მიზნით, რომ სახელმწიფო ფინანსები უყაირათოდ არ გახარჯულიყო. პროკურატურის მიერ სასამართლოზე დასაკითხად წარმოდგენილი 3969 მოწმიდან უკვე 150-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და არცერთი არ საუბრობს ბრალდებულთა დანაშაულზე.

მოწმეთა უპრეცედენტო რაოდენობა მხოლოდ საქმის პოლიტიკურ მოტივებსა და უხარისხობაზე მეტყველებს", - განაცხადა ადვოკატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42