ბაქრაძის განცხადება უხერხული და არაკორექტულია - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 17:54, 19 Apr, 2021     1813

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელის დავით ბაქრაძის განცხადებას დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით არაკორექტულად აფასებს. მისი თქმით, ცუდი შედეგის შემთხვევაში ბაქრაძე საერთოდ არ აპირებდა პარლამენტში შესვლას, შემდეგ კი პარტია საერთოდ დატოვა.

ბოკერიამ ასევე შეაფასა თანაგუნდელების არმაზ ახვლედიანისა და შალვა შავგულიძის პოზიცია, რომლებმაც დოკუმენტზე ხელის მოწერის მზაობა გამოთქვეს. მისი შეფასებით, ევროპული საქართველოს წევრების გადაწყვეტილება მცდარია:.

„ვწუხვარ, მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ასეთ ეტაპზე ამ განცხადების გაკეთება. ეს ორი ადამიანი, შალვა და არმაზი ჩვენს პარტიულ სიაში იყვნენ, ამიტომ მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამის დაფიქსირება.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, აქ კიდევ უფრო უხერხული და არაკორექტული ვითარებაა. ბატონმა დავითმა არჩევნებამდე ჯერ ჩვენ პოლიტიკურ გუნდში და შემდეგ საჯაროდ თქვა, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში, საერთოდ არ აპირებდა პარლამენტში შესვლას, მერე პარტიული პოლიტიკიდან მივდივარ და ვერ ვხედავ საკუთარ თავსო. უხერხული და არაკორექტული ამბავია რბილად რომ ვთქვა, თუ ეს ყველაფერი იმ კონტექსტში იყო, რომ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავდა, მაგრამ პარლამენტში ხედავდა“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, დავით ბაქრაძიემ განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების ბმა ადგილობრივ არჩევნებზე არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი დევს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ის დოკუმენტის შესახებ იფიქრებს და გადაწყვეტილებას პარტიებთან ერთად ლოგიკურ ვადაში გაახმოვანებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42