"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რურუას ამნისტიის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან ულტიმატუმების ენით საუბარი სწორი არ არის. მისი განმარტებით, ზურაბიშვილი ხელს უნდა უწყობდეს ოპოზიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში:
„თუ ასე იქნება მოვაწერ“, „თუ არ იქნება არ მოვაწერ" რას ნიშნავს? უცნაური განცხადებებია, ულტიმატუმს კი არ უნდა აყენებდეს სალომე ზურაბიშვილი, არამედ თავისი გადაწყვეტილებით ხელს უწყობდეს თუნდაც ოპოზიციას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაში. ულტიმატუმების დაყენება არ მგონია ზოგადად სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რურუას ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს, თუ პარტიები მიშელის დოკუმენტს მოაწერენ ხელს, მოხდება შეთანხმება და ოპოზიცია პარლამენტში შევა.
მასალის გამოყენების პირობები






