პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც საარჩევნო რეფორმას ითვალისწინებს, არ ნიშნავს თამარ ჟვვანიას ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლებას. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად ჟვანიას მისაღებია:
"ჯერ ჯერობით ჩვენ პარლამენტში უნდა დავიწყოთ ოპოზიციასთან ერთად მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. მოგეხსენებათ, ეს ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე, ქვედა დონის კომისიების დაკომპლექტების ახალ წელს, რა თქმა უნდა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით თამარ ჟვანია თავისუფლდება თანამდებობიდან, შესაბამისად, მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ასეთი მოთხოვნა მის მიმართ არ იქნება, თანამდებობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მისი მისაღები", - განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






