საზარდულის თიაქრის ბანდაჟი გამოიყენება საზარდულის ცალმხრივი ან ორმხრივი თიაქრის დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ის ხსნის დისკომფორტს და ახდენს გართულებების პრევენციას.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ორგანიზმში თითოეულ ორგანოს თავისი ადგილი და ფუნქცია გააჩნია. თიაქარი კი დაავადებაა, რომლის დროსაც ანატომიური ჰარმონია ირღვევა და ორგანოები ადგილს იცვლიან. საზარდულის თიაქრის შემთხვევაში, მუცლის ღრუს ამომფენი გარსის ნაწილი ან ნაწლავის ნაწილი მუცლის კუნთებს შორის არსებულ დასუსტებულ წერტილში გამოდის. ეს გამობერილობა კი ხშირ შემთხვევაში მტკივნეულია, განსაკუთრებით მოხრის ან მძიმე საგნის აწევის დროს. მისი სიმპტომებია:
● ბოქვენის ძვალთან გამობერილობა
● წვა
● ტკივილი
● სისუსტე
● სიმძიმის შეგრძნება
აღნიშნული დაავადება მამაკაცებში უფრო გავრცელებულია, ვიდრე ქალებში. ის შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის ღრუში გაზრდილმა წნევამ, ძლიერმა ჭინთვებმა, მძიმე საგნის აწევამ, ქრონიკულმა ხველამ, მუცელში სითხის დაგროვებამ ან ჭარბმა წონამ.
რატომ არის საჭირო საზარდულის თიაქრის ბანდაჟის გამოყენება?
როგორც აღვნიშნეთ, საზარდულის თიაქრის ბანდაჟის გამოყენება რეკომენდირებულია ცალმხრივი ან ორმხრივი თიაქრის დროს ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ტარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და ინდივიდუალურ საჭიროებაზე. გირჩევთ, რომ ეს საკითხი ექიმთან დააზუსტოთ.
როგორ შევარჩიოთ საზარდულის თიაქრის ბანდაჟი?
თუ მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის ბანდაჟს ეძებთ, მაშინ “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ჩვენ გთავაზობთ 5მმ სისქის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებულ საზარდულის თიაქრის ბანდაჟს, რომელიც ორი სახისაა: ერთი გამოიყენება ცალმხრივი თიაქრის დროს, ხოლო მეორე კი – ორმხრივი თიაქრის სამკურნალოდ. ორივე მათგანში მოთავსებულია სპეციალური სილიკონის ბალიში და გააჩნიათ რეგულირებადი წელის ქამარი. აღნიშნული პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ორთოპედიულ მაღაზიათა ქსელში ან ვებ გვერდის გამოყენებით: www.akhalikhedva.ge
მასალის გამოყენების პირობები