დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, გიორგი მენაბდისთვის ბრალის წარდგენა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და გუგა ბარბაქაძის ჩვენების საფუძველზე მოხდა:
„გ.მ-ს ბრალდება მას შემდეგ წარედგინა, როცა სახელმწიფო ბრალდებამ ჩათვალა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა იყო. გამოძიება არ გაჩერებულა არც მ.კ.-ს მსჯავრდების შემდეგ და არც მანამდე. მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები, ბოლო პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის, გ.ბ.-ს ჩვენებაც. მტკიცებულებათა ერთობლიობა რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და გ.მ.-ს ბრალდების შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. გ.ბ.-ს ბოლო ჩვენება უფრო მნიშვნელოვან, უფრო დეტალურ, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მოიცავდა, ვიდრე მის მიერ წინა ეტაპზე მიცემული ჩვენებები, სწორედ, ამ ბოლო ჩვენების შედეგად გადაწყდა გ.მ-ს მიმართ ბრალდების წარდგენა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
კითხვაზე, იპოვა თუ არა გამოძიებამ დანაშაულის იარაღი - დანა, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ „დანაშაულის იარაღის არ არსებობა არ წარმოადგენს გადამწყვეტ საფუძველს იმისა, რომ დადგეს, ან - არა გამამტყუნებელი განაჩენი" - განაცხადა მეგრელიშვილმა.
პროკურატურა გიორგი მენაბდის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები