ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი
COVID-19 - 15:40, 16 Apr, 2021     1182

27 აპრილიდან ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა და განმარტა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდრისკებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები "სინოფარმის" ვაქცინის დროულად გამოყენებას უჭერენ მხარს:

„საბჭოს რეკომენდაციით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტები დაასრულებენ მუშაობას პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში „სინოფარმით“ ვაქცინაციის დანერგვას. რეგისტრაციის პროცესი „სინოფარმის“ ვაქცინაზე 27 აპრილისთვის გაიხსნება იმიტომ, რომ მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში. ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ გამოყენება დროულად დაიწყოს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე განიხილავს „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს. ეს მიმდინარე პროცესია და კარგია, თუ ეს ავტორიზაცია დროულად დასრულდება. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით „სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და 200 მლნ დოზაა გაცემული. „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტინად მინიმალური გვერდითი მოვლენებით.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს 55 წელს ზემოთ, აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო იმისთვის, რომ ვაქცინის სრული აღიარება, თუ აპრილის ბოლოს არ მოხდა, ამან არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. ავტორიზაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოს და ვაქცინის ადმინისტრირება დაიწყება მაისის დასაწყისიდან“,- განაცხადა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42