27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა, საქმის მასალებში არაერთი უზუსტობა აღმოაჩინეს.
ახალი ოქმებიდან ირკვევა რომ 18 მარტს ვაქცინაცია ახალციხის კლინიკაში ერთი საათით ადრე დაიწყო, ვიდრე ეს დოკუმენტებში ოფიციალურადაა მითითებული. მორიგი მტკიცებულება AstraZeneca-ს ამპულაა, საიდანაც მეგი ბაქრაძე აიცრა - ამ ამპულაში პრეპარატის ნაწილი დარჩენილია.
როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმეში ფაქტობრივი შეუსაბამობა, თუ 10 ადამიანი აიცრა და თითოეული იცრებოდა 0,5 მილიგრამით, მაშინ 0,5 მილიგრამი ვაქცინა სრულად უნდა იყოს გახარჯული.
"როგორც ამას აქამდე ადვოკატები ვიძახდით, ამპულაში არის დარჩენილი კონკრეტული დოზა და არაა სრულყოფილად გახარჯული. 10 ადამიანის იმუნიზაციის შემთხვევაში, სრულად უნდა იყოს გახარჯული ამპულა. მეორე გარემოება არის, ვაქცინაციის დრო. ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინაცია მოხდა 11:40 საათზე, რაც დატანილია ამპულაზე, თუმცა შეუსაბამოა მოწმეების ჩვენებასთან, რომლებიც ამბობენ, რომ ვაქცინაცია მოხდა 10:40 საათზე", - თქვა ნინო ამაღლობელმა.
მასალის გამოყენების პირობები






