ხორავას ქუჩის საქმე თავდაყირა დგება - რატომ დააკავეს მენაბდე 3 წლის შემდეგ და ვის ეკუთვნის დანა, რომლითაც დათუნა სარალიძე მოკლეს
სამართალი - 17:59, 15 Apr, 2021     3684
ხორავას ქუჩის საქმე და ჯგუფურად ჩადენილი სასტიკი მკვლელობა - პოლიციამ სამი წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც დეკანოზ შიო მენაბდის შვილი გიორგი მენაბდეა.

გამოძიება მას წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

მენაბდის დაკავებამ შესაძლოა მკვლელობის საქმე თავდაყირა დააყენოს.

დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ქმედება ჯერ კიდევ 3 წლის წინ უნდა განხორციელებულიყო, რადგან ბრალდების მხარემ დღეს გაიზიარა მოსაზრება, რომ დანის პატრონი სწორედ გიორგი მენაბდე უნდა ყოფილიყო. მაშინ ითქვა, რომ სასულიერო პირის შვილი გარჩევის დროს ზურგის არეში დაიჭრა, თუმცა, მაშინ სამართალდამცავი უწყებები ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, თავდაყირა აყენებს ხორავას ქუჩის საქმეში მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ გამოტანილ უკანო განაჩენს, რადგან მოსაზრება, რომ გიორგი მენაბდე უნდა ყოფილიყო იმ დანის პატრონი, რომელიც ინკოგნიტოდ არის საქმეში, სავარაუდოდ, ბრალდების მხარემ უკვე გაიზიარა" - აცხადებს კალანდიას უფლებადამცველი ზურაბ თოდუა ტვ პირველთან.

ხორავას ქუჩაზე სასტიკი მკვლელობა 2017 წლის დეკემბერში მოხდა - ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის დროს ორი არასრულწლოვანი დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ.

დეკანოზ შიო მენაბდის შვილს გამოძიება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42