სხდომაზე მხარეები თითქმის ოთხი საათის განმავლობაში კითხავდნენ დაზარალებულად ცნობილ ერთერთ ყოფილ პოლიციელს. მალხაზ აზარაშვილის ჩვენების მიხედვით, ისინი 2005 5 იანვარს ე.წ. მოდულის შენობაში დათა ახალაიამ, ოლეგ მელნიკოვმა, გერონტი ალანიამ და სოსო თოფურიძემ რესტორან "ძველ სახლში" მომხდარი ინციდენტის გამო სცემეს. გამოძიების მასალების მიხედვით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სამ პოლიციელს მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას შეურაცხყოფის გამო გაუსწორდნენ.
სასამართლოზე ჩვენების მიცემისას აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ცემის შემდეგ, დათა ახალაია შეხვდა და უთხრა, რომ შეცდომით გაუსწორდნენ. დაცვის მხარე აზარაშვილს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს, რადგან მას ცემის ფაქტის შესახებ სამართალდამცველებისთვის არ უცნობებია, თუმცა თავად დაზარალებული ამას შიშით ხსნის.
სასამართლო განხილვას უკრაინიდან ექსტრადირებული ოლეგ მელნიკოვი ესწრებოდა. სხვა ბრალდებულები ამ ეტაპზე ძებნილები არიან.
მასალის გამოყენების პირობები






