ინგლისელი მუსიკოსი Tinie Tempah, ფოტოგრაფ და მომღერალ Ty Bello-სთან ერთად გადაღებებზე ნიგერიაში იმყოფებოდა. მათ მიერ შემთხვევით გადაღებული ფოტო კი ნამდვილ ვირუსად იქცა,
გოგონა , რომელსაც ფოტო გადაუღეს ინგლისელი სტუმრებისთვის მეტად უჩვეულო ფორმით ყიდდა პურს.
გოგოანს პურების დიდი შეკვრა თავზე ედო და ქუჩაში დადიოდა.

ფოტო ფოტოგრაფმა ინსტაგრამსა და თვითერზე ატვირთა. რამდენიმე წუთში ფოტომ მტელი სოციალური ქსელები მოიცვა.
"აინტერესებთ რომელი ქვეყნის მოდელია. თუმცა ის პურის გამყიდველი ნიგერიელი ქალბატონია და ამას ვერავის ვაჯერებ" - წერს ფოტოგრაფი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე.
გოგონათი რამდენიმე ფოტოგრაფი და სამოდელო აგენტები დაინტერესდნენ. ქალს ნიგერიაში ჩააკითხეს. ის 27 წლის, 2 შვილის დედა ოლაჯუმოკე ორისაგუბა აღმოჩნდა.
ქალის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. პურის გაყიდვლის ნაცვლად , მას ფოტოსესიებზე უწევს სიარული. ქალი ნამდვილ სექს-სიმბოლოდ იქცა. დადო რამდენიმე კონტრაქტი , უკვე აღმოჩნდა რამდენიმე ჟურნალის გარეკანზე.

ეს ისტორია გვარწმუნებს, რომ ამქვეყნად სასწაულები ნამდვილად ხდება, თუკი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებით.





მასალის გამოყენების პირობები






