,,იანუკოვიჩზე ზეწოლა მოხდა უკრაინელი ოლიგარქების მიერ, რომელთა ბიზნესები რუსეთზეა ორიენტირებული“
სოც.მედია - 17:50, 12 Dec, 2013     1376

,,გულუბრყვილობაა საუბარი იმაზე, რომ უკრაინის თემა არანაირად არაა მიბმული საქართველოზე

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სამი ქვეყანა მიდიოდა ევროკავშირისკენ: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

უკრაინას ლობირებდა გერმანია, მოლდოვას – რუმინეთი, ჩვენ ამ სამეულში მოვხვდით მხოლოდ იმიტომ რომ ვატარებდით რეფორმებს, როგორც ასეთი, ძლიერი ლობისტი საქართველოს არ ჰყოლია.

უკრაინის მოსახლეობა არის დაახლოებით 50 მილიონი, ასეთი დიდი ბაზარი ეკონომიკური თვალსაზრისით არ არსებობს, სწორედ ამიტომ ლობირებდა გერმანია, რომლის ეკონომიკა ყველაზე დიდ ზრდას განიცდის ევროპაში. გერმანია დღეს ავიდა თავისი ეკონომიკის პიკზე, იმისთვის რომ ეს ზრდა გაგრძელდეს, მას წყალივით სჭირდება ახალი ბაზარი. უკრაინა კი ამისთვის საუკეთესო საშუალება იყო. ამიტომაც ჰქონდა ანგელა მერკელს უპრეცედენტო რეაქცია იანუკოვიჩის გადაწყვეტილებაზე.

მე ასეთი აღშფოთებული მერკელი არ მახსოვს არც მაშინ, როდესაც რუსები ჩეჩნებს ხოცავდნენ და არც მაშინ, როდესაც საქართველოზე სამხედრო აგრესია განახორციელა. ამ შემთხვევაში მას ჰქონდა გამწარებული ადამიანის რეაქცია, რადგან საქმე ეხებოდა უშუალოდ მისი ქვეყნის ინტერესებს.

გასაგებია მოლდოვას შემთხვევაც, რუმინეთი ლობირებდა მას, რადგან ის პრაქტიკულად საკუთარ ნაწილად განიხილავს ამ ქვეყანას, მოსახლეობის დიდი ნაწილი ორმაგი მოქალაქეა.

ჩვენი ლობისტი კი იყო ის რეფორმები, რომელსაც ვახორციელებდით, ამიტომ ამ პროცესში, უკრაინასთან ერთად, წყვილში გასვლა ხელს გვაძლევდა, რადგან უკრაინას ჰყავდა ძლიერი ლობი, გერმანიის სახით. როდესაც კიევი ამ პროცესს გამოეთიშა, ცხადია, ეს ჩვენზეც იქონიებს გავლენას.

უკრაინაზე დიდი არის რუსეთის წნეხი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ერთი ასპექტიც, რომელზეც, სამწუხაროდ, ბევრი არ საუბრობს. იანუკოვიჩზე ძალიან დიდი ზეწოლა მოხდა უკრაინელი ოლიგარქების მიერ, რადგან ამათი ბიზნესები რუსეთზეა ორიენტირებული“, - წერს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42