ადვოკატი - ღმერთმა ნუ ქნას, აფრასიძეებმა ეს გადაწყვეტილება მიიღონ
საზოგადოება - 16:51, 12 Dec, 2013     7039

როგორც ჭკადუა "საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ ამ საქმის გამოძიება დასრულდება და დაისჯებიან დამნაშავეები, მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში "ვენდეტა" დაიწყება.

"სწორედ მან დაწვა დაჭრილი და დატყვევებული ევგენი აფრასიძე, ბარამიძემ მოსახლებას არ მისცა საშუალება, გვამი გამოეტანათ ცეცხლწაკიდებული სახლიდან. იგი ხელებს ითბობდა ცეცხლზე, რომელიც სახლს ეკიდა და რომელშიც ადამიანი იწვოდა.

მართალია ისიც, რომ იგი მიმართავდა მეზობლად მცხოვრებ ქალბატონებს, რომ მისთვის კუბდარი გამოეცხოთ, რაზეც უარი მიიღო, შემდეგ კი თავისი თანამებრძოლები გააგზავნა, საჭმელი მოატანინა და ჭამაც იქვე დაიწყო. ცარიელი კონსერვის ქილები იქვე დატოვეს. ამ ფაქტის მოწმე მოსახლეობაა.

ბარამიძის ბრძანებით იბომბებოდა ის სახლი, რომელშიც ოთხ მცირეწლოვან ბავშვს და ორ ქალს ეძინათ, მათ შორის ერთი ღრმად მოხუცებული იყო, ხოლო მეორე, შმაგი აფრასიძის მეუღლე,ფსიქიურად დაავადდა და დღემდე ფსიქიატრიულში მკურნალობს.

აღნიშნული სპეცოპერაცია სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის დიდი დამსახურებაა, რაც სააკაშვილმა აღიარა კიდეც. ოჯახს მთლიანად გაუნადგურეს კერძო საკუთრება, ორი ადამიანი მოკლეს და ორი _ ციხეში საშინელ პირობებში გაუშვეს. ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი მოხუცთან ერთად ქუჩაში დატოვეს ,“- აცხადებს ჭკადუა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი და მას შემდეგ, რაც ხელახლა დაიწყო ძიება, ევროსასამართლომ შესთავაზა მორიგება და კომპენსაციის სახით ზარალის ანაზღაურება.

"ევროსასამართლომ შემოგვთავაზა მორიგება და კომპენსაციის სახით ზარალის ანაზღაურება. რადგან მკვდრებს ვერ გააცოცხლებენ, ცოცხლებს კი შველა სჭირდებათ. თანაც ამნისტიის შემდეგ აფრასიძეებმა საპყრობილე დატოვეს. აფრასიძეებს იარაღი რომც ჰქონოდათ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ, რადგან სახლში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდათ და თან ხედავდნენ, რომ აურაცხელი სპეცრაზმელის გარემოცვაში იყვნენ.

ევგენი აფრასიძე სახლიდან ხელებაწეული გამოვიდა, თავდამსხმელებს მიმართა, რომ აქ ვართ და გნებდებითო. ევგენი აფრასიძეს ტყვია იღლიაში აქვს მოხვედრილი, მერე დაჭრილი შეიყვანეს საკუთარ სახლში და ცოცხლად დაწვეს. თუ ბარამიძეს ჰგონია, რომ ეს შერჩა და დიდი ალბათობაა ამისა, მე ვიტყვი, რომ უფალი სამართლიანია, მას უფლის რისხვა აუცილებლად დაატყდება თავს. ხოლო სამართლებრივ საკითხს რაც შეეხება, გამოძიება მიმდინარეობს და იმედს ვიტოვებ, კოჰაბიტაციის რეჟიმში ყოფნის შედეგი იყო ის, რომ დღემდე ბარამიძე დაკითხულიც კი არ არის ამ საქმეზე და არ აქვს ბრალი წაყენებული", - აცხადებს ჭკადუა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საქმეზე არავის დაიჭერენ, ამის გაკეთება რომ სდომებოდა ახალ ხელისუფლებას ჭკადუას განცხადებით, ყველა მტკიცებულება ჰქონდათ. ,,ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით და შემდეგ განცხადებებს გავაკეთებთ. დიდი იმედი მაქვს,რომ ვენდეტაზე არ გადავალთ, რაც, ალბათ, ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი იქნება, თუმცა უკვე ჩანს, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ხელისუფლება არ აპირებს პირობის შესრულებას. შეურაცხყოფილი, გაუპატიურებული, განადგურებული, ქონებაჩამორთმეული ადამიანები, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ არავინ მათ დაცვას არ აპირებს, თავად დაიწყებენ შურისძიებას. ამის რამდენიმე "მსუბუქი" მაგალითი უკვე გვაქვს. ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეები არამარტო ნამდვილი კრიმინალებისგან, არამედ იმ დამნაშავეებისგანაც, რომლებიც ხელისუფლებაში სხედან.... ღმერთმა ნუ ქნას, აფრასიძეებმა ეს გადაწყვეტილება მიიღონ...“- აცხადებს ჭკადუა "საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42