ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს - როდის სჯობს შხაპის მიღება დილას თუ საღამოს?
ეს საინტერესოა - 23:05, 14 Apr, 2021     3225
შხაპი არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურას.

რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ძილის წინ 90 წუთით ადრე მიღებული შხაპის წყალობით ადამიანს გაცილებით მარტივად ეძინება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შხაპი სტრესისგან გათავისუფლების ერთგვარი საშუალებაა – მისი დახმარებით ქვეითდება კორტიზოლის დონე.

გახსოვდეთ, რომ ღამით რეგენერირდება არა მხოლოდ სახის კანი, არამედ მთლიანი სხეულის. ძილის დროს კანის მკვდარი უჯრედები გცილდებათ. სასურველია ღამით სახე დაიბანოთ, ქალებმა მაკიაჟი მოიცილოთ. ამასთან, თუ შხაპს ღამით მიიღებთ კანის მკვდარი უჯრედებისგან გაცილებით მარტივად გათავისუფლდებით.

დილის შხაპი

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა აზრით, დილის შხაპი ადამიანს ეხმარება სამსახურში მეტად კრეატიული იყოს.

თუ წვერს დილით იპარსავთ, ჯერ შხაპი მიიღეთ

ნიუ–იორკში მოღვაწე დერმატოლოგი სამერ ჯეიბერი იმ მამაკაცებს, რომლებიც წვერს დილით იპარსავენ ურჩევს, რომ ჯერ შხაპი მიიღონ, რადგან თბილი წყალი ამცირებს შეზრდილ თმას. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თბილი წყალი არბილებს კანს და ხსნის ფორებს.

თუმცა დერმატოლოგი დერეკ ჩანი თვლის, რომ ადამიანმა შხაპი დღეში ერთხელ უნდა მიიღოს.

მაშინ, როცა ცხელი შხაპი უფრო სასიამოვნოა, კანისთვის სასარგებლოა თბილი! ძალიან ცხელი წყლის გამო კანის ტენიანობა ქვეითდება.

რომელია უკეთესი დილის თუ საღამოს შხაპი?

სამეცნიერო კვლევებსა და ექსპერტთა მოსაზრებებს თუ დავეყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ღამით შხაპის მიღება რელაქსაციის, კანის გაახალგაზრდავების საუკეთესო საშუალებაა. ხოლო თუ დილის პიროვნება არ ხართ, შხაპის წყალობით დღის განმავლობაში აქტიურობისთვის მზად იქნებით.

ვერ გადაწყვიტეთ როდის მიიღოთ შხაპი დილით თუ საღამოს? არ ინერვიულოთ, რადგან დილისა და ღამის შხაპი სრულიად უვნებელია თუ ცხელი წყლის ქვეშ დიდხანს არ იქნებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42