კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის შედეგები საფრთხეს უქმნის დედამიწის ყველაზე ძვირფას და მდიდარ ჰაბიტატებს, სადაც უამრავი ცხოველი და მცენარეა. ამის შესახებ უახლეს კვლევაშია საუბარი.
მკვლევრების თქმით, პლანეტის ცხოველებისა და მცენარეთა უმდიდრესი კონცენტრაციები შეუქცევადად განადგურდება თუ კაცობრიობა არ დაიცავს 2015 წლის პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას და რადიკალურად არ შეცვლის ნახშირბადის გამოყოფას.
Biological Conservation-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თუ დედამიწის ტემპერატურა 3 გრადუსით გაიზრდება, ბიომრავალფეროვნების 300 “ცხელი წერტილს” გადაშენება ემუქრება.
კვლევის თანახმად, ეგრეთ წოდებული ენდემური სახეობები - მცენარეები და ცხოველები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ ადგილას გვხვდება - ყველაზე მეტად მოხვდებიან თბილ სამყაროში - ჰიმალაის თოვლის ლეოპარდიდან დაწყებული დამთავრებული მადაგასკარის ლემურებითა და ტყის სპილოებით ცენტრალურ აფრიკაში - პლანეტის მრავალ სანუკვარი არსებას გადაშენება ემუქრება.
კლიმატის ცვლილებები საფრთხეს უქმნის ისეთი სახეობებით გადავსებულ ტერიტორიებს, რომელთა პოვნა მსოფლიოს სხვაგან არ შეიძლება”, - ამბობს წამყვანი ავტორი სტელა მანესი, რიო დე ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევარი.
მასალის გამოყენების პირობები






