"ჩინეთი აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინები დაბალეფექტიანია, ამასობაში ხომ "შეტენეს“ მილიონობით დოზები მსოფლიოს“ - რევაზ ბოჭორიშვილი
COVID-19 - 12:38, 12 Apr, 2021     1712

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგ სტატუსს აქვეყნებს.

ბოჭორიშვილი წერს, რომ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, როცა განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინები დაბალეფექტიანია.

„ერთ ერთი მთავარი ინფორმაცია დღეს ესაა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის აღიარებითი ჩვენება.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინური წარმოების ვაქცინები დაბალეფექტიანია.

სულ ორიოდე დღის წინ ვწერდი ჩემს პირად ეჭვებზე ამ ვაქცინებთან დაკავშირებით… ეფექტურობას და უსაფრთხოებას ვგულისხმობდი..

რევაზ ბოჭორიშვილი ჩინურ ვაქცინაზე: „ვაქცინაციის მომხრეობა არ ნიშნავს, ყველანაირი დაბოლება გავატარო…“
საქართველოს მიერ მათი დაჩქარებულად შესყიდვა, სულ ორიოდე თვის წინ კატეგორიული (თითქოს) უარის შემდეგ, კიდევ სხვა ეჭვებს აჩენდა და ეს ეჭვები კიდევ უფრო გამყარდა დღეს… უნდა მოესწროთ…
ალბათ დაგროვდა მონაცემები, რასაც ჩინელები ვეღარ დამალავდნენ, თანაც ამ მესამე ფაზის კვლევის მონაცემების გამოქვეყნებას რატომღაც (?) ვეღარ მოაბეს თავი…

ამასობაში ხომ „შეტენეს“ მილიონობით დოზები მსოფლიოს… ხომ ეს „მილიონები“ იყო ერთადერთი არგუმენტი მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების დასასაბუთებლად და კიდევ „ტრადიციული“ მეთოდიკა… რომელიც საუკეთესოაო, თავად ელჩმა ბრძანა. არადა, თავად რატომღაც არ აცრილა…

ძალიან ცუდია ეს ყველაფერი….საქართველოსთვის. თორემ აგერ ევროპას არც უფიქრია არასდროს და ახლა მითუმეტეს, თუნდაც „საჩუქრად“ მიღება…“ – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42