ახალციხეში ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაცვლილი ექთნის საქმეში სამი მოწმის ჩვენება გამქრალია - ამის შესახებ მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა განაცხადეს. მათი თქმით, პროკურატურამ უფლებადამცველებს საქმის მასალები გადასცა, სადაც სამი მნიშვნელოვანი ჩვენება აღარ არსებობს:
"საქმის მასალები გადმოგვეცა სრულად, თუმცა ამ საქმის მასალებში აკლია 3 მოწმის ჩვენება, ერთი არის "იმედის" კლინიკის თანამშრომელი, მეორე არის იმუნირებული პირი, რომელიც მეგი ბაქრაძესთან ერთად აიცრა და კიდევ ერთი, რომელიც ჩვენ მიერ არაა იდენტიფიცირებული. ერთი-ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება, აქედანვე გვესმის მისი მნიშვნელობა, დანარჩენ ორზე ვარაუდების გამოთქმას აზრი არ აქვს, სანამ არ გავეცნობით.
პირადი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით ვიცი, რომ სამხარაულს უჭირს დასკვნის დაწერა, თუმცა რატომ, ეს არ ვიცი", - განაცხადა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები