ოფიციალური აღიარება - ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია
COVID-19 - 23:46, 11 Apr, 2021     2370

ჩინურ ვაქცინებს, კორონავირუსისგან დაცვის კუთხით, არც ისე მაღალი ეფექტურობა აქვთ, - განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა გაო ფუმ შაბათს გამართულ კონფერენციაზე.

"ახლა განიხილება საკითხი, ხომ არ გამოვიყენოთ იმუნიზაციის პროცესში სხვადასხვა ტექნიკური ხაზების სხვადასხვა ვაქცინები" - აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ პეკინმა, რომელიც მთელს მსოფლიოს არწმუნებდა, რომ ჩინური ვაქცინები Pfizer-BioNTech-ისა და სხვა დასავლური წარმოების ვაქცინებს სჯობია, სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ათეულობით მილიონი ვაქცინა გააგზავნა. Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები ფართოდ გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მექსიკა, თურქეთი, ინდონეზია, უნგრეთი, ბრაზილია და სხვ. ადგილობრივი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ჩინური ვაქცინები არასდროს გავრცელდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და იაპონიაში. ბრიტანეთის, ბრაზილიისა და სხვა ქვეყნების ფარმაცევტები აცხადებენ, რომ ჩინური ვაქცინების ეფექტურობა ოდნავ აღმატება 50%-ს, როცა Pfizer-ის ეფექტურობა 95-7%-ია.

კონფერენციაზე დამსწრე სხვა ოფიციალურ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთში ახლა მსჯელობენ, რომ პირებს, რომელიც ჩინური ვაქცინით აიცრენ, ხომ არ ჩაუტარდეთ მეორე აცრა Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინით.

პეკინს ჯერჯერობით არ დაუშვია ქვეყანაში დასავლეთში წარმოებული ვაქცინების გამოყენება.

ოფიციალური ინფორმაციით, 2 აპრილის მდგომარეობით, ჩინეთში 34 მილიონამდე ადამიანს უკვე ჩაუტარდა ორჯერადი აცრა, ხოლო 65 მილიონი კი ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ აიცრა.

Sinovac-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მის ვაქცინას "შესაძლოა დაცვის უკეთესი ხარისხი ჰქონდეს, თუ მეორე აცრა 14 დღეზე მეტი ხნის ინტერვალით გაკეთდება".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42