"სამეზობლოში გვყავს ერთი მეგობარი და იმ ერთისგან გამოიწვიეს ელჩი, მეტი რა უნდა ვთქვათ ამ მთავრობაზე," , -აცხადებენ ოპოზიციაში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, დააბრუნოს უკრაინაში ელჩი.
მათი შეფასებით, იძულებული ნაბიჯია და თავის დროზე, უკრაინიდან ელჩის გამოწვევა დიდი შეცდომა და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იყო.
"ჩვენ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის დომინაციიდან გასვლა, მთავრი მოკავშირე ჩვენი ამ პროცესში არის უკრაინა. რაღაც თამაშები ამასთან მიმართებაში, პრეტენზიები უკრაინასთან, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს ძალიან დაბალი სტანდარტის პოლიტიკაა",- განაცხადა გედევან ფოფხაძე.
"საქართველოს, ახლა კი არა საერთოდ ისტორიულადაც რომ გადავხედოთ, რუკას ჩვენ გვერდზე ვინ არიან, ერთი მეგობარი გვყავს მთელ მსოფლიოში, რომელთანაც არასდროს არც გვიომია, არც ტერიტორია წაგვირთმევია, არც იმას წაურთმევია, ჩვენ სამეზობლოში გვყავს ერთი მეგობარი და იმ ერთისგან გამოიწვიეს ელჩი, მეტი რა უნდა ვთქვათ ამ მთავრობაზე, შეუძლებელიაამის შეფასება",-ამბობს კუკავა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში დაბრუნდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გუშინ, 10 აპრილს თქვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის.
მასალის გამოყენების პირობები






