"უკრაინამ ღიად და აშკარად დააფიქსირა, რომ შეექმნა პრობლემები თავის დიდ მეზობელთან და მოუხდა უკან დახევა.
ბუნებრივია, ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის სოლიდარული, მაგრამ ხალხი მარტო ის არ არის, ვინც დგას დღეს მაიდანზე, უკრაინაში საკმაოდ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა არის ევროინტეგრაციის და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ.
ჩვენი უპირველესი ინტერესი უნდა იყოს ის, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა და პროცესი წარიმართოს მშვიდობიანად, და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ხალხი, იქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიქონიოთ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა, იმის მიუხედავად მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას თუ ევრაზიული კავშირის ხელშეკრულებას.
უკრაინა არის ჩვენი მეზობელი, ისტორიული პარტნიორი და მასთნ უნდა ვიქონიოთ კარგი ურთიერთობა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მეზობელთან.
საქართველოში არ განვითარდება ასე დრამატულად მოვლენები, დაშორდით რუსეთს და ამან თავისთავად გამოიწვია ნაკლები რისკი", - აცხადებს ჟვანია.
მასალის გამოყენების პირობები






