ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, AstraZeneca-თი ვაქცინაცია 55 წლის ზემოთ პირებში გაგრძელდება - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, AstraZeneca-თი ვაქცინაციისას რისკები არც ერთ შემთხვევაში არ აღემატება სარგებელს.
"რაც შეეხება იმას, თუ რამდენად უსაფრთხოა AstraZeneca - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო დაბეჯითებით აცხადებს, რომ რისკები არც ერთ შემთხვევაში არ აღემატება სარგებელს ამ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა, გარკვეული შესაძლო კავშირი ახალგაზრდა ასაკში შედარებით, თრომბოზულ გართულებებსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის შესაძლო კავშირზე საუბარი დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით მაინც მიდის საბოლოო დადასტურებისთვის მოკვლევები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-თი ვაქცინაცია ყველა ჯგუფში გაგრძელდეს მხოლოდ 55 წლის ზემოთ პირებში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






