თითოეულ ძალადობის ფაქტზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება - ბურჯანაძე ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმას ეხმაურება
პოლიტიკა - 16:46, 09 Apr, 2021     967

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ბურჯანაძის შეფასებით, ტელეკომპანიის თანამშრომლებზე თავდასხმა კიდევ ერთი შეტევაა თავისუფალ და კრიტიკულ მედიაზე:

„თავდასხმისა და ძალადობის უკვე მერამდენე ფაქტი იხილა საზოგადოებამ. უკვე მერამდენედ ვუყურებთ თუ როგორ ემუქრებიან, როგორ ცდილობენ დააშინონ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები. ტელეკომპანია ,,ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის შემდეგ, დღეს ცნობილი გახდა ორი სხვადასხვა ფაქტი, თუ როგორ ძალადობენ "ფორმულას" თანამშრომლებზე, ესხმიან თავს და უსწორდებიან ფიზიკურად. ,,ქართული ოცნება" მუდმივად ახორციელებს საკუთარ ზეგავლენას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით. თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება. თუ კი მედიის წარმომადგენლების მიმართ არ შეწყდება მუქარა, მათ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა, ფიზიკური ანგარიშსწორება პასუხს აგებს ხელისუფლება. ვგმობ თითოეულ ამგვარ ფაქტს და მოვითხოვ საგამოძიებო უწყებამ და მთლიანად ხელისუფლებამ დროულად გამოიძიოს ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტები და ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას, რომლისთვისაც აუცილებელია თავისუფალი მედია გარემო, ობიექტური, ოპერატიული და მიუკერძოებელი ინფორმაცია“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომობილი დაუზიანეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42