Washington Post-ში გამოქვეყნდა სარედაქციო სტატია სათურით: პუტინი უკრაინას ომით ემუქრება, დასავლეთი პასუხისთვის მზად უნდა იყოს.
გაზეთის რედაქციას მიაჩნია, რომ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია მაცადი რუსული ხერხია - პუტინი ცდილობს ქვეყანაშ არსებული მძიმე სოციალ-ეკონომიკური ვითარებიდან და კორონაპანდემიით გამოწვეული ეპიდსიტუაციიდან საზოგადოებრიობის ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. ამასთან, პუტინის თავმოყვარეობაც შელახულია - ნავალნის მიერ გამოქვეყნებულმა მასალამ მის სასახლეზე და ჯო ბაიდენის სკანდალურმა ფრაზამ "დიახ პუტინი მკვლელია", მისი ავტორიტეტი საგრძნობლად შეარყია.
როგორც რუსი, ასევე უკრაინელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ პუტინი რეალურად არის მზად ომის დასაწყებად. თუმცა, მოვლენების ამგვარად განვითარებას Washington Post ბოლომდე არ გამორიცხავს.
"შესაძლოა, რომ მას სურს სწრაფად "გაუტეხოს ცხვირი" უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რის შემდეგაც ზელენსკისგან მეტი პოლიტიკური დათმობები მიიღოს, ცეცლის შეწყვეტის სანაცვლოდ. ასევე, ამ გზით იგი იმედოვნებს, რომ დაამსხვრევს ბაიდენის მცდელობებს, აღადგინოს აშშ-სა და ევროპის ურთიერთობები, ტრანსატლანტიკური უთანხმოებების გაღვივების საშუალებით," - წერს Washington Post-ი.
გაზეთის რედაქციას მიაჩნია, რომ დასავლეთის მთავრობები მზად უნდა იყვნენ უკრაინას სამხედრო დახმარების აღმოჩენისთვის. ასევე, მათ მზად უნდა ჰქონდეთ ახალი, მკაცრი სანქციები.
"რუსეთის ნებისმიერი აგრესია უნდა გახდეს ისედაც სადავო გაზსადენის "Nord Stream 2-ის" დასასრული," - თვლის გაზეთი.
მასალის გამოყენების პირობები






