აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თქმით, ის მზადაა ძიების პროცესში აქტიურად ჩაერთოს და ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც მის საქმეში მონაწილეობდა, დაასახელოს.
"მთავარი პრობლემა, რომელიც გუშინ პროკურატურაში შეიქმნა ენას უკავშირდებოდა. მათ ვერ შეძლეს აზერბაიჯანული ენის მცოდნე თარჯიმანით ჩემი უზრუნველყოფა. ძირითადი კითხვები ჩემს გატაცებას უკავშირდებოდა, მაგრამ რასაც გუშინ ვამბობდი ვერ ხდებოდა სწორი თარგმანი. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს. მზად ვარ მივიღო მონაწილეობა და ვაჩვენო ყველა ის ადგილი სადაც მიმდინარეობდა მოქმედებები.
ვფიქრობ, რომ ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე. მე მზად ვარ დღეს დაავასახელო ყველა იმ მაღალჩინოსნის გვარი ვინც მონაწილეობდა ჩემს საქმეში, თუმცა სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიების იმედი არ მაქვს" - თქვა აფგან მუხთარლიმ.
მასალის გამოყენების პირობები






