რატომ ვერ დაკითხეს გენერალურ პროკურატურაში აფგან მუხთარლი
სამართალი - 17:25, 08 Apr, 2021     1540

საქართველოს გენერალურ პროკუატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ვერ დაკითხეს - მიზეზი თარჯიმნის უზრუნველყოფა გახდა. საგამოძიებო უწყებამ აზერბაიჯანული ენიხ მცოდნე თარჯიმანი ვერ იპოვნა.

ადვოკატის განცხადებით, აფგან მუხთარლი მზად არის, თარჯიმნის უზრუნველყოფის შემთხვევაში, გამოძიებასთან ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს.

„დღეს გამოკითხვა ვერ შედგა, ვინაიდან, როდესაც პროკურატურის ოფისში გამომძიებელთან ავედით, თურქულენოვანი თარჯიმანი დაგვხვდა. დაახლოებით 1.5 საათი დასჭირდათ დრო იმისთვის, რომ აზერბაიჯანულენოვანი თარჯიმანი მოეწვიათ, როგორც გვითხრეს, მაგრამ გამოკითხვის დაწყებიდან, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, გაირკვა, რომ თარგმანის დროს გარკვეული ხარვეზები იყო და ამის გამო გამოკითხვა ვეღარ დასრულდა.

დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა ის, რომ გამოძიება აპირებს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატაროს. ყველა იმ წინადადებაზე განვაცხადეთ თანხმობა, რაც გამოძიებას ჰქონდა. მზად ვართ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ. ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ მაგალითად, ხვალ თუ იქნება უზრუნველყოფილი აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, მზად ვართ, დილიდანვე გამოვცხადდეთ და მონაწილეობა მივიღოთ პროცესში, ასევე ყველა იმ საგამოძიებო მოქმედებაში ჩავერთოთ, რომელსაც გამოძიება აპირებს.

საგამოძიებო ექსპერიმენტი ან თუ რაიმე ნიმუშის აღება უნდათ, მაგალითად, დნმ-ის, აფგანი მზად არის მონაწილეობა მიიღოს. აფგანი მზად არის ყველანაირად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ოღონდ იმ პირობებში, თუ თარჯიმანი უზრუნველყოფილი იქნება ,- განაცხადა მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42