"გია ბარამიძე არის მკვლელი რეჟიმის წევრი, გარეწარი, უსინდისო ადამიანი. ამას ვამბობ ადამიანი, რომელიც მას კარგად იცნობს. ჟვანიას გამოძიება სანამ არ დამთავრდება მას არავითარი უფლება არა აქვს საერთოდ ხმის ამოღების.
თავის დროზე მე ამოვათრიე ეგ ნაგავი წუმპიდან 1998 წელს და ამერიკაში სასწავლებლად წავიყვანე. ჟვანიას მკვლელობის შემდეგ ჩვენ ურთიერთობა გავწვიტეთ. მან ჩემდა საუბედუროდ დაამტკიცა რომ თანამდებობის გულისათვის ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი აღმოჩნდა.
მე პირადად ვუყენებ მას ბრალდებას როგორც ყოფილი ახლო მეგობარი:
"გია, სანამ შენ ერთაზროვნად არ მოინანიებ შენს როლს (მფარველის, ჩამფარცხავის თუ მონაწილის არ ვიცი - ეგ შენ იცი) ზურა ჟვანიას მკვლელობაში და საქართველოს მოსახლეობის ფსიქო-პოლიციურ ტერორში 2005 წლის მერე, მანამდე შენ ხმის ამოღების უფლება არ გაქვს! ქართველი ხალხი არასდროს არ უნდა შეეგუოს ამ მოძალადეებს!", - წერს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






