სწავლების საკმაოდ მძიმე და რთული კურსი, რომლის გავლაც აუცილებელია, მოიცავს საბრძოლო ხელოვნების, გადარჩენის ტექნიკისა და კლიენტის დაცვის შესწავლას მოულოდნელი თავდასხმის დროს.
პირადი მცველის მოსამზადებელი ინტენსიური ვარჯიში 8–10 თვე მიმდინარეობს. აღნიშნული კურსის დასრულების შემდგომ, ყველაზე წარმატებულები ისრაელის საერთაშორისო უსაფრთხოების აკადემიაში განაგრძობენ სწავლებას.
მისაღებ კურსებზე გოგონები საკმაოდ მკაცრად შეირჩევიან და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ სწავლების საშუალება. ვარჯიშის პროცესი ძალიან მოგვაგონებს ცნობილ ჰონკონგურ ფილმს “შიშველი იარაღი”, რომელშიც იზოლირებულ ტერიტორიაზე ორგანიზებული იყო ელიტარული მკვლელი ქალბატონების მომზადება.
ფილმში გადარჩენილი გოგონები სასიკვდილო შერჩევის შემდგომ საშიში იარაღები ხდებოდნენ.
სწავლების პერიოდში დატვირთვას ყოველი გოგონა ვერ უძლებს. სამაგიეროდ წარმატებულად გავლილი კურსის შემდგომ მათ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური ელით პირადი მცველის თანამდებობაზე.







მასალის გამოყენების პირობები






