ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგარძელდება დღეს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ყოფილ პრემიერსა და ყოფილ გუბერნატორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აქვთ წაყენებული. ამომრჩევლის მოსყიდვა, თანხის მითვისება-გაფლანგვა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. სასამართლო სხდომას ვანო მერაბიშვილიც დაესწრება.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმებული სოციალური აგენტები, სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ.
„პროცედურულად ბრალდება კითხავს თავის მოწმეებს, შესაბამისად რაიმე განსაკუთრებული შუამდგომლობის ან წინასწარი მომზადებით ჩვენ არ მივდივართ სასამართლო პროცესზე, აქამდე დაკითხული გვყავს 140-ზე მეტი მოწმე, არცერთ მათგანს არ დაუსახელებია არც ჭიაბერაშვილი და არც მერაბიშვილი რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფში“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






