ხვალ ნიკა მელიას სასამართლოა, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი გადაისინჯება. როგორც მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, დაცვის მხარეს სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ აქვს, რადგან ყველაფერი პოლიტიკური ხელმძღვანელების დირექტივაზეა დამოკიდებული:
"სამართლებრივი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროცესი დიდიხანია გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს. ხვალის სასამართლოზე გაჟღერდება რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს უმაღლესი პოლიტიკურ ხელმძღვანელობა. ცალსახად გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული სასამართლოზე და კანონის მოთხოვნაზე. ეს დამოკიდებულია პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მითითებულო დირექტივაზე", - განაცხადა კონდახაშვილმა.
მთავარი ოპოზიციური ნპარტიის ლიდერის სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება. სასსამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი უნდა განიხილოს.
მასალის გამოყენების პირობები