დასავლეთის მედიის ინფორმაციით, რუსეთი არქტიკაში უახლეს იარააღს ცდის, მათ შორის ტორპედოს “Посейдон 2М39”. მათი ცნობით, ტორპედო-უშინმაჩინის გამოცდა ამ წელს არის დაგეგმილი.
“Посейдон 2М39”-ს შუძლია მოწინააღმდეგის სანაპირო დაცვის სისტემების გვერდის ავლით, ნაპირთან ახლოს მიიტანოს ათობით მეგატონიანი ქობინები, რომელთა აქტივაციის შემდეგ, რადიოაქტიური ტალღა ე.წ. "რადიოაქტიური ცუნამი" ნაპირზე ყველაფერს გაანადგურებს.
ანასთან CNN აცხადებს, რომ არქტიკის ყინულისაგან თავისუფალ ტერიტორიებზე რუსეთი რეგულარულად აწობს თანამედროვე იარაღის გამოცდებს, კერძოდ, 2020 წლის დეკემბერში კრემლმა უკვე განაცხადა ჰიპერბგერითი რაკეტა “Циркон” წარმატებული გამოცდის შესახებ, რომელთა მიზანიც მტრის სამხედრო ხომალდები იქნება.
გარდა ამისა, ამერიკული მედიაგამოცემა წერს, რომ აქვე მდებარეობს ავიაგამანადგურებელ МиГ-31БМ-ების სათავსოები და სხვა იარაღის საწყობები.
ზემოთ მოყვანილი ფაქტების დასადასტურებლად არქტიკის რეგიონში გადაღებული ფოტოები ვრცელდება.
საპასუხოდ აშშ და NATO ბარენცის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბომბდამშენ В-1-ების განალაგებს, ხოლო არქტიკის მიმდებარე რეგიონში უხმაურო წყალქვეშა ნავები Seawolf-ების გადასროლას აპირებს.
ყოველივე ამის საპასუხოდ, კრემლი აცხადებს, რომ მიმდინარეობს არქტიკის მშვიდობიანი ათვისება, კერძოდ ექსპორტის გაზრდა და ჩრილოეთის საზღვაო გზის "ეროვნულ სატრანსპორტო კორიდორად" გადაქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






