"მეგობრებო, ჩემი რეკომენდაცია თქვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით:
ფაიზერის ვაქცინა არის კარგი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, კვლევები უკვე არის, 12 წლიდან შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გამოყენება, შეიძლება ხვალ შეიცვალოს ყველაფერი. დღესდღეობით ეს არის ფაქტი.
ასტრაზენეკას ვაქცინა მთლად კარგი ვერ გამოდგა, ძლიერმა მარეგულირებელმა, როგორიც არის გერმანია, გადაწყვიტა, 60 წელზე ქვემოთ არ გამოიყენოს ასტრაზენეკას ვაქცინა, საფრანგეთში 95 წლის ქვემოთ არ შეიძლება გამოიყენება. გირჩევთ, 60 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებმა გამოიყენოთ ფაიზერის ვაქცინა, 60 წლის ზემოთ – ასტრზენეკას ვაქცინა. თუ საშუალება არის, სჯობს ფაიზერის ვაქცინით აიცრათ! ჯერჯერობით, რა მონაცემებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა საუკეთესოა!
ქვეყანაში უნდა შემოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ სამი მარეგირებლის მიერ აღიარებული, – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და საფრანგეთის ან გერმანიის!
ჩინურ არც ერთ ვაქცინას არ ვუწევ რეკომენდაციას! ეს არის პირადად ჩემი, გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია, ვინაიდან ვერ წავიკითხე, ვერ მოიძებნა მსოფლიოში დამადასტურებელი რამე დოკუმენტი, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური და უსაფრთხოა! ყველა ინფორმაცია, რაც არსებობს, არის არადამაჯერებელი! თუ ასეთი მაგარია ჩინური ვაქცინები, ჯანმოს მიერ აკრედიტაცია რატომ ვერ გაიარა! პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საბუთები ბოლომდე ვერ წარადგინეს!
მსოფლიოში არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული!
ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი. თქვენ რომ წაიკითხოთ ჯანმო-ს დასკვნა, თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, ყველაფერს მიხვდებით, ისეა დაწერილი. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან წამოვიდა ვირუსი და ჩინეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი! ამას მე კი არ ვამბობ, ამერიკის მთავრობა ამბობს! როცა შენ ვერ დაარწმუნე, რომ არ ხარ დამნაშავე, ე.ი. დამნაშავე ხარ!
ახლა გამოდის ჩინეთი და ამბობს, ვაქცინას გაძლევთ, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ ხმა არ ამოვიღოთ ჩინეთის საწინააღმდეგოდ! შემდეგ როცა დადგება საკითხი, ჩინეთი გაგახსენებს, – მე რომ მოგეცი ვაქცინა, გახსოვს?! ახლა ფასი უნდა გადაიხადო! როცა იქნება ხმის მიცემის დრო და როცა უნდა დასაჯო ჩინეთი, შენ ჩუმად იქნები ან თავს შეიკავებ.
მე გითხარით, რომელი ვაქცინა როგორ უნდა გამოიყენოთ, თქვენ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.
„ჩალიჩობენ“, რომ მაინცდამაინც ჩინური ვაქცინა გაიკეთოთ.
მოდით ჩინურ ვაქცინას დავუპირსპიროთ „ფუფალას ვაქცინა“. ვფიქრობ გამოკითხვის ჩატარებას, – რომელ ვაქცინას აირჩევდით, ფაიზერს, ასტრაზენეკას, ჩინურს თუ „ფუფალას ვაქცინას“?
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თურმე გამოკითხვა ჩაატარა და თქვეს, ჩინური ვაქცინა ძალიან მოთხოვნადია საქართველოშიაო.
რატომ გგონიათ, რომ ხალხი არის დაჩლუნგებული?! მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას! როგორ უნდა გაბედო და ასეთი რამე აკადრო საზოგადოებას!
ინფორმაცია მოგაწოდეთ მაქსიმალურად, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ნდობაზე აგებული, მეცნირებაზე აწყობილი და რაც მთავარია, გამჭვირვალე პროცესია! ეს პროცესი თუ არ იქნება გამჭირვალე და უსაფრთხო, ეს იქნება დიქტატურასთან ნაზავი პროცესები!
ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ბრიტანეთიდან და ისრაელიდან! თუ მაინცდამაინც ვიღაცისგან სწავლა გვინდა, ვისწავლოთ ამ ორი ქვეყნისგან!
რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი არა ვარ და ვერ ვიქნები. მე ექიმი ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ, მოსახლეობაში გაურკვეველი წამლის დარიგების! არ ვიცი ამ წამლის არც შემადგენლობა, არც ეფექტურობა და არც ერთი მაღალი დონის კი არა, საშუალო დონის სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ ლანძღვა-გინების გარდა არაფერი მოიძებნება! თუ მოიძებნება, გთხოვთ, გამომიგზავნოთ!" - ამბობს ფხაკაძე.
მასალის გამოყენების პირობები






