დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხერლმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, აპრილის ბოლომდე ვაქცინაციის 19 073 ჯავშანია გაკეთებული. მისი განმარტებით, ასაკობრივ ჯგუფთა ვაქცინაცია თანდათან გაფართოვდება, დღეიდან კი აცრას 55 წელს ზემოთ ასაკის პირებიც შეძლებენ:
„ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში დაგროვდა, ამ ეტაპზე, 100 000 გვაქვს ერთი, მეორე გვაქვს 40 000, მესამეს დავაკლოთ 11 000, ვინც აიცრა. შესაბამისად, ვაქცინის მარაგი არის, რომ თანდათან გაფართოვდეს ვაქცინაცია და იმედია, ამ კვირაში, როცა საბჭო იქნება, ამაზე კიდევ ვიმსჯელებთ, მაგრამ ესეც ეტაპობრივად იქნება. აი, დღეს, გაფართოვდა და დაიწყო 55 წელს ზემოთ პირების ვაქცინაცია. რეგისტრაზციაზე, დაჯავშნაზე, პარასკევს, შაბათს, პირველ საათებში ძალიან დიდი აქტივობა იყო, შემდეგ ისევ ოდნავ მოეშვა. დღეისთვის, აპრილის ბოლომდე 19 073 ჯავშანია გაკეთებული გარდა იმ 11 000-ისა, ვინც აიცრა, მაგრამ ეს არ არის ბევრი, უფრო მეტია საჭირო, რომ სწრაფი ტემპებით ვიაროთ წინ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






