გამოცხადდება, თუ არა სრული კარანტინი? - ეპიდემიოლოგები ჯერჯერობით დაკვირვების რეჟიმში არიან. მათი პროგნოზები არც, თუ საიმედოა.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამოირიცხება ეპიდვითარება ქვეყანაში ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს.
ინფექციის პრევენციის მიზნით, სპეციალისტები მოსახლეობას პირბადეს, დისტანციას და ვაქცინაციის აუცილებლობას ახსენებენ.
„არის თეორიული საფრთხე, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რეკომენდაციების დაცვა მოსახლეობის მხრიდან ნაკლებად ხდება. თუ ჩვენ რეკომენდაციების ზედმიწევნით არ დავიცავთ, ეს რისკებს ზრდის, რომ ეპიდვითარება გაუარესდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად წავიდეს," - აღნიშნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის თქმით კი, ქვეყანაში ეპიდვითრება რთულდება.
მასალის გამოყენების პირობები






