„იდენტობამ“ დაადგინა, რომ გადაცემა „არჩევანში“ მონაწილე აგრესიული პირი კრიმინალია
საზოგადოება - 20:35, 11 Dec, 2013     5507

ორგანიზაცია „იდენტობა“ საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს წერილს, სადაც აღწერს გუშინდელ გადაცემა „არჩევანში“ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად მისული, „ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენლის ლევან ჯანგიძის ბიოგრაფიის დეტალებს, რომელიც „იდენტობის“ ხელმძღვანელის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

„იდენტობის“ ინფორმაციით, ვინმე ლევან ჯანგიძე, რომელიც გადაცემის სტუდიიდან წამყვანის მოთხოვნით დაცვამ გააძევა, ადრეული ასაკიდანვე იყო შემჩნეული კრიმინალურ ქმედებებში, ჰოლანდიას აფარებდა თავს და იქაც კრიმინალთან დაკავშირებული ისტორიები ჰქონდა:

„გადაცემაში მოწვეულნი იყვნენ “იდენტობას” ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე, იურისტი ვახუშტი მენაბდე, ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე, იურისტი გელა ნიკოლაიშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი და სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია კაციტაძე.

ასევე, აუდიტორიაში მოწვეულნი იყვნენ სტუდენტები და სტუმართა მხარდამჭერები. მათ შორის იყვნენ “ეროვნული ფრონტის” წარმომადგენლები.

გადაცემის მეორე ბლოკის დაწყებისთანავე, თვითმხილველთა თქმით, “ეროვნული ფრონტის” წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

მათ შორის აქტიურობდა ვინმე ლევან ჯანგიძეც. გადაცემის მსვლელობისას ისინი მუდმივად გამოხატავდნენ მუქარას ირაკლი ვაჭარაძის მიმართ და ერთმანეთში საუბრობდნენ: “ხომ არ ჩავშალოთ გადაცემა”, და “ხო გამოვლენ გარეთ ესენი…”.

პირდაპირ ეთერშივე, ლევან ჯანგიძე და მისი თანხლები პირი დაცვამ გადაცემის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დარბაზიდან გადაცემის წამყვანის მოთხოვნით გააძევა. ლევან ჯანგიძე თან ახლდა დიმიტრი ლორთქიფანიძეს რაც იმით დასტურდება, რომ გასვლისას მან დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიმართა:

“დიმიტრი, გარეთ გელოდებით” “იდენტობისთვის” ცნობილი ხდება, რომ ლევან ჯანგიძე ბავშვობიდანვე იყო შემჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში. ის სკოლის ასაკშივე საშიში ყოფაქცევის ადამიანს წარმოადგენდა და დაახლოებული იყო კრიმინალურ წრეებთან. თანასკოლელები ამბობენ, რომ ის ხშირად დადიოდა სკოლაში ცეცხლასროლი იარაღით.

ასევე, მუდმივად ატარებდა ცივ იარაღსაც. ლევან ჯანგიძემ 15 წლის ასაკში (VIII კლასში, 1998-1999 წლები) საქართველო დატოვა და ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც ის 2011 წლის ზაფხულში დაბრუნდა საქართველოში. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ მძიმე კატეგორიის რამდენიმე დანაშაულის გამო სხვადასხვა დროს ჰოლანდიაში მოიხადა სასჯელი. მათ შორის საუბარია შავკანიანი ადამიანის მკვლელობაზე და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებზე.

“იდენტობა” მოვალედ თვლის გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია, რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული ადამიანზე, რომელიც ცხოვრების ასეთი წესის მიუხედავად, მაინც აძლევს საკუთარ თავს სხვისი ქმედებების მორალის ღირებულებებით შეფასების უფლებას.

ლევან ჯანგიძის ქცევა საშიშია როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ისე საზოგადოებისთვის მთლიანად რადგან ის ათობით დამსწრის წინაშეც არ ერიდება ძალადობის მუქარას. ასევე საშიშია ისიც, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელსაც ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის ნდობა გააჩია, ასეთი ადამიანების მხარდაჭერას ეყრდნობა“, - ნათქვამია „იდენტობის“ ვებგვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42