ეპიდაფეთქება ზუგდიდში, სოფელ ორსანტიაში - მოსახლეობის სწრაფი ტესტირების ჩასატარებლად ეპიდემიოლოგთა სამი დამატებითი ჯგუფი შევიდა.
სოფელში რამდენიმე საპოლიციო ბლოკპოსტი განთავსდა და მოსახლეობა სოფლიდან ვერც შედის და ვერც გამოდის.
„მოულოდნელი იყო ჩაკეტვა, იქ აბსანძეების უბანში მოსახლეობის 90 პროცენტი ინფიცირებულია, მე ვცხოვრობ მოხუც დედასთან ერთად. რა როგორ იქნება არ ვიცი”,-ამბობს სოფლის მკვიდრი ბორის თორია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვლის მთავარი ეპიდემიოლოგის მაია ჯინჯოლავას თქმით, გუშინ გაიტესტა 100 პირი,აქედან 20 დადასტურებული შემთხვევაა.
„ჩვენ შევდივართ ახლა სამი ბრიგადა, ალბათ 4 დღე მაინც დასჭირდება მოსახლეობის სწრაფ ტესტირებას,ვნახოთ დაგვჭირდება თუ არა დამატებითი ჯგუფები”,- ამბობს იგი.
ცნობისთვის,ზუგდიდის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები






