მოსამართლემ ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
სამართალი - 18:36, 11 Dec, 2013     2924

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე გამართულ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ სამი შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არც ერთი არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმებას ან მისი გირაოთი შეცვლას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, დაცვის მხარე პროკურორების თავიდან აცილებასაც ითხოვდა, რაც მოსამართლემ 15 წუთიანი თათბირის შემდეგ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ვანო მერაბიშვილი შესაძლო დანაშაულის ჩადენის პერიოდში მთავრობის წევრი იყო და მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას მთავარი პროკურორი უნდა ახორციელებდეს.
დაცვის მხარეს პროკურორი ნათია მეზვრიშვილი პროცესზე გამოეხმაურა.

“ჩვენ რომ კანონის დარღვევით ვართ თანამდებობაზე დანიშნული, აღნიშნულის დამადასტურებელი მოწმე დაცვის მხარეს დღევანდელ სასამრთლო პროცესზე არ მოუყვანია.ნათია მეზვრიშვილი, ჯარჯი წიკლაური, არჩილ ტყეშელაშვილი მთავარი პროკურორის მიერ არიან დანიშნულები დაკავებულ თანამდებობაზე, შესაბამისად კანონის დარღვევას ჩვენი დანიშვნის დროს ადგილი არ ჰქონია”,–განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ამასთან, ადვოკატებმა თავად მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, თუმცა არც ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, ყოფილი შს მინისტრი პროკურატურამ ბრალდებულად 2011 წლის 26 მაისს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ცნო. “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე წინასწარი პატიმრობა სასამართლომ 30 მაისს შეუფარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42