საგზაო დარგის წარმომადგენლებმა მეგზევის დღე აღნიშნეს
საზოგადოება - 17:44, 11 Dec, 2013     1831

საგზაო დარგის წარმომადგენლები,  მეგზევის დღეს, ყოველ წელს თბილისში აღნიშნავდნენ. ახალი ინიციატივის მიხედვით კი, მომავალში  ეს ღონისძიება ქვეყნის  რეგიონებში ჩატარდება. ახალი ტრადიციის კახეთის რეგიონიდან დაწყება ლეგენდარული მეგზევის, გიორგი რობიტაშვილის სახელს უკავშირდება, რომელიც წარმოშობით კახეთიდან იყო.

48 წლის წინ,  სწორედ გიორგი რობიტაშვილმა ჩაუყარა საფუძველი მეგზევის დღის აღნიშნვის ტრადიციას. გიორგი რობიტაშვილი საგზაო დარგს 1939-1984 წლებში, 47 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.  რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად წლის შედეგების შემაჯამებელმა  შეხვედრებმა 1965 წლიდან  ტრადიციის სახე მიიღო,  80-იანი წლებიდან  კი ოფიციალურ პროფესიულ დღედ იქცა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე გამომსვლელებმა მეგზევის დღის ტრადიციაზე, წლის წარმატებული კომპანიებისა და კადრების დაჯილდოვების მნიშვნელობასა და დარგის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა 2013 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების ამსახველი პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე, საგზაო დარგში წარმატებული საქმიანობისათვის დაჯილდოვდნენ საგზაო სფეროში წარმატებული კომპანიები და მეგზევეები, დეპარტამენტის თანამშრომლები და  საგზაო დარგის ვეტერანები.

საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების თავმჯდომარე თამაზ შილაკაძემ საზოგადოების სიგელები და ჯილდოები გადასცა როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, სავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს. 




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42