ამერიკელი ბიოლოგები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებენ, რომ ადამიანის ტვინის ნევრულ უჯრედებს აქვთ თავიანთი მექანიზმი, რომელიც მათ დავერევისგან იცავს. ეს მექანიზმი კომპენსაციას უწევს დნმ-ის რეპლიკაციის ნაკლებობას და შესაბამისად ეს უჯრედები ყველაზე "დღეგრძელი" უჯრედები არიან.
ცნობილია, რომ ნეირონებს გენომში არსებული დაზიანების აღდგენა შეუძლიათ. შესაბამისად ისინი ინარჩუნებენ ფუნქციონირებას ადამიანის სიცოცხლის მანძილზე. ამასთან, დაბერებასთან ერთად. გენეტიკური აღგენის ეფექტურობა საგრძნობლად იკლებს, რაც ადამიანში ნეიროდეგენერატიული დაავადებების რისკს ზრდის.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგიები გამოიყენეს. ნეირონები ღეროვანი უჯრედებისგან იქნა გამოყვანილი, ხოლო მათი კულტივაცია სინთეთიკური ნუკლეიზიდების მეშვეობით ხდებოდა, რომელიც დნმ-ის "სამშენებლო ბლოკებად" განოეყენებინათ. აღმოჩნდა, რომ ნეირონები დნმ-ის ე.წ. "ცხელი წერტილების" აღდგენისკენ არიან მიმართულები.
ასევე საინტერესოა, რომ ცილები, რომლების კოდირებაც ამ "ცხელ წერტილებში" გენების მიერ ხდება, უშუალოდ არიან კავშირში ნეიროდეგენერატიულ დაავადებებსა და დაბეერებასთან. სულ აღმოჩენილ იქნა 65 000 ასეთი უბანი, რაც ნეირონის გენომის 2%-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






