საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
საზოგადოება - 17:17, 11 Dec, 2013     2168

აჭარის რეგიონში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და 24 საათის განმავლობაში მოძრაობის მოწესრიგებას უზრუნველყოფს. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სრული შემადგენლობა და მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა სამაშველო სამსახურთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად.

აჭარის ცენტრალური ავტომაგისტრალის პრობლემურ მონაკვეთებზე, ყოველ 100 მეტრში განლაგებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და შეფერხებულ ავტომანქანებს გადაადგილებაში ეხმარებიან. საპატრულო პოლიციის „პიკაპების“ დახმარებით განხორციელდა სამარშრუტო ტაქსების და იმ სატრანსპორტო საშუალებების ბუქსირებით გამოყვანა, რომლებიც ამინდის პირობებისთვის უვარგისი საბურავების გამო ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას.

ამ დროისათვის მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდული არ არის, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანებისთვის მოძრაობა შეიზღუდა ბობოყვათი-მახინჯაურის მიმართულებით. ქალაქ ბათუმში საპატრულო პოლიცია ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა შეფერხება დროულად აღმოიფხვრას.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს ბათუმის სამაშველოს განყოფილების თანამშრომლებმა უხვი ნალექის შედეგად დატბორილ სახლებში ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს. გუშინ ღამით ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ქედის რაიონის სოფელ ზვარესთან ზვავი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა პარალიზებული იყო და ზვავის ორივე მხარეს მოხდა ავტოტრანსპორტის ჩახერგვა. შსს-ს მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე შესაბამისი ეკიპირებითა და სპეცტექნიკით გამოცხადნენ, გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი და თოვლში ჩაფლული ავტოტრანსპორტი საბუქსირე საშუალებებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

იმის გამო, რომ თოვა არ შეწყდა და აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა, შსს-ს სამაშველო ჯგუფები კვლავ ადგილზე რჩებიან.

დიდთოვლობით გამოწვეული ვითარების გამო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები სრულ მზადყოფნაში რათა დროულად მოახდინონ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42