ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პოზნერის საქართველოში ვიზიტის გამო გამოწვეულ პროტესტს ფსევდოპატიორტულს უწოდებს და აცხადებს, რომ გავრილოვის ვიზიტისგან განსხვავებით, ეს ვიზიტი არ არის პროტესტის მიზეზი:
"მე არ მჯერა, რომ ეს ფსედვდოპატრიოტული ისტერია მათი მხრიდან გულწრფელი პროტესტის 1%-ს შეიცავს. თორემ, ჩემი დამოკიდებულება მათაც ყველამ კარგად იციან, რომ მათ გვერდით შეიძლება დავმდგარიყავი, ისევე როგორც ეს გავაკეთე პირველ წუთებში, როდესაც აქ გავრილოვი იყო. მაგრამ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული. მათ კი უნდათ, რომ დალინკონ ეს ორი რაღაც ერთმანეთთან, მაგრამ ის აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევა იყო. მაშინ გადავაფასოთ მოვლენები და ყველაფერზე უფრო მკაცრი პასუხები გავცეთ. მაგრამ ეს მათ არ გამოადგებათ, ვინც ვითომ გულწრფელად აპროტესტებენ ამ ჩამოსვლას" - აცხადებს მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






