ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში, დესტრუქციულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოვლენები თავისი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქცია - ღარიბაშვილი პოზნერის ვიზიტზე
პოლიტიკა - 11:09, 01 Apr, 2021     1834
პრემიერი-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ბრიფინგზე საქართველოში პოზნერის ვიზიტსა და მოქალაქეების პროტესტთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ რუსი პროპაგანდისტი ჟურნალიტი დელეგაციასთან ერთად კანონთან შესაბამისობაში ეწვია საქართველოს. სტუმრებს გაკეთებული ჰქონდათ კორონავირუსის ტესტი. რაც შეეხება წუხანდელ პროტესტს, ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეების მწვავე რეაქციით ნაციონალურმა მოძრაობამ ისარგებლა და სათავისოდ შემოატრიალა მოვლენები:


"ვლადიმერ პოზნერი არის აშშ-ის მოქალაქე, მას არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს, აშშ-ის პასპორტით, ეს იყო მისი მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი, ამასთან, მთავრობის დადგენილების ფარგლებში ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში, ჰქონდათ კორონავირუსის უარყოფითი ტესტის პასუხი.

რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად - ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი. მოქალაქეებმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტეს, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ ნაციონალურმა მოძრაობამ და გროგორც ჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც, ნაციონალური მოძრაობის და კერძოდ სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როცა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის. მოგეხსენებათ. ამ ვითარებაში რაოდენ მნიშვნელოვანია ტურისტების შემოსვლა. ყოვლად დაუშვებელი იყო ნაციონალური მოძრაობისა და მათი ლიდერების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად ცდება ცივილიზებულ ნორმებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია" - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42