„ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების“, - გარნიზონის მეთაური ბრიუს სტრიკლენდი
საზოგადოება - 14:35, 11 Dec, 2013     1167
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ოცეული ISAF-ის მისიას წარმატებით ართმევს თავს.

„შავნაბადას“ ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ფენიქსზე“ აგვისტოდან არიან დისლოცირებული. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ქართველი ჯარისკაცები ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრების პატრულირებას, საგუშაოების გამაგრებას, მთავარი გამშვები პუნქტის კონტროლს და ბაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს ასრულებენ. ქართველი სამხედროები სრულად არიან ჩართულნი ამერიკული ქვედანაყოფის სწრაფი რეაგირების საქმიანობაში და საჭიროების შემთხვევაში მათთან ერთად ახორციელებენ დაკისრებულ ამოცანებს.

„ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უსაფრთხოების სფეროში არსებული სხვადასხვა ამოცანების უზრუნველყოფაში გვეხმარებიან. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მათი საქმიანობით. ბაზის შიგნით არსებული საკითხების გარდა, ქართველები გარე პატრულშიც დაგვყვებიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვაშიც გვიწყობენ ხელს.

მათი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი შეხვედრების მოწყობა. ოცეულის მხარდაჭერა ჩვენს მიმართ ძალიან დასაფასებელია. ვცდილობთ, ქართველ სამხედროებთან რაც შეიძლება ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს.  

დაუფიქრებლად შეგვიძლია ვენდოთ მათ. ისინი ძალიან საიმედო პარტნიორები არიან“ - განაცხადა ბაზის მხარდამჭერი გარნიზონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ბრიუს სტრიკლენდმა. 

საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის მე-13 ბატალიონის ჯარისკაცებმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში“ ინტენსიური მომზადება გაიარეს.

მათ სპეციალური სწავლება 8 კვირის განმავლობაში ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ნავიგაციაში გაიარეს. ავღანეთის მისიისთვის გაძლიერებული ოცეული ეროვნული სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა მოამზადეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42