ახალციხეში ვაცინაციის შემდეგ გარცავლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლის მიმართ მუქარა ხორციელდება - ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა განაცხადა. მისი თქმით, მანუჩარ კობახიძეს გარკვეული პირები ემუქრებიან, რომ თუ ის არ გაჩერდება, დაიჭერენ:
"ჩვენ უშუალოდ რომელი უწყების ან ვის მირ იქნა მუქარა ვერ დავკონკრეტდებით. ინფორმაციული კუთხით გამოდის, რომ ცალმხრივად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო უწყებასთან, ჩვენ ყველა ინფორმაციას, ეს იქნება ზეპირსიტყვიერი თუ მტკიცებულებითი სტანდარტით, ვაწვდით საგამოძიებო უწყებას.
უშუალოდ მაგ ნაწილშია მუქარაც, მანუჩარ კობახიძის მიმართ, რომ თუ ის არ გაჩერდება, მსვლელობა მიეცემა მეორე ნაწილში 187-ე მუხლს. მტკიცებულებები, რაც დღეის მდგომარეობით დაპირებული იყო საგამოძიებო უწყება, რომ უნდა გადმოეცა, ამ ეტაპზეც მივიღეთ უარი", - განაცხადა ამაღლობელმა.
მასალის გამოყენების პირობები