თუ პარტნიორი გეტყვით, რომ "თავი სტკივა“, უთხარით - შაკიკის საუკეთესო წამალი სექსია!
ეს საინტერესოა - 23:59, 27 Mar, 2021     3433

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სექსი იმაზე უფრო ეფექტური და ბუნებრივი საშუალებაა პრობლემების უმეტესობის გადასაწყვეტად, ვიდრე საყვარელი სერიალის ახალი სეზონი, ნახშირწყლების ახალი პორცია თუ ბეიონსეს ახალი ჰიტი. აი, იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელთა მოგვარებაში სექსი დაგეხმარებათ.

შაკიკი

შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენი შეყვარებული გეტყვით, რომ არ უნდა სექსი, იმიტომ რომ „თავი სტკივა“, უთხარით მას, რომ საუკეთესო წამალი შაკიკისგან სწორედაც სექსია.

კვლევების შედეგებმა აჩვენა: სქესობრივი აქტის დროს გამოყოფილი ენდორფინები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ როგორც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც შაკიკს ამშვიდებენ. მას არა ანალგინი, არამედ სექსი სჭირდება.

უძილობა

რითი შეიძლება დაკავდეთ, თუ წევხართ მაგრამ ვერ იძინებთ? მინიშნება: საუბარი წიგნის კითხვაზე არ არის.

საქმე უბრალოდ დამქანცველ ფიზიკურ აქტიურობაში არ არის. დოქტორი ლორა ბერგმანის სიტყვებით, სექსის შემდეგ თქვენს სხეულში ოქსიტოცინი გამოიყოფა, რომელიც დაძინებაში გეხმარებათ. თუ ვერ იძინებთ, სცადეთ, სექსით დაკავდეთ..

ხველება

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებიც სექსით არიან დაკავებული კვირაში მინიმუმ ორჯერ, სისხლში იმაზე მეტი ანტისხეულები აქვთ ( უჯრედები, რომლებიც ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან იცავს), ვიდრე მათ, ვისაც სექსი იშვიათად აქვს.

საინტერესოა, რომ სარგებელი არც გადაჭარბებას მოაქვს, ისევე როგორც ბევრი კარტოფილის ჩიფსების ჭამას ან იძულებითი ჩახუტებაის.

სლოკინი

ყველა ადამიანი სლოკინს თავისებურად შველის, მაგრამ ერთ-ერთი გზა ისე სასიამოვნოდ არ ჟღერს, როგორც დოქტორ ფრენსის მ. ფესმირის რჩევა. ის სლოკინის თავიდან მოშორების საუკეთსი საშუალებას ორგაზმი წარმოადგენს.

დოქტორი ფესმირი ამტკიცებს: „ ორგაზმი მოხეტიალე ნერვის წარმოუდგენლად აქტიურ სტიმულაციას იწვევს“. ეს კი სლოკინის გაჩერებას უწყობს ხელს. ამჯერად, ორგაზმის იმიტაცია ვერ გიშველით.

პროსტატის ჯანმრთელობა

აშშ-ს ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კაცებისთვის, რომლებიც თვეში 21 ორგაზმს განიცდიან, პროსტატის სიმსივნის განვითარების რისკი მესამედით მცირდება.

თუ ასეთი რაოდენობა ვინმეს მიუღწეველი ჰგონია, არ ინერვიულოთ- მასტურბაციას ანალოგიური სარგებელი მოაქვს.

საქმე ისაა, რომ ეაკულაცია პროსტატაში წარმოქმნილი კანცეროგენების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ამგვარად, არა მხოლოდ სპერმას გამოყოფთ, არამედ ნაგვისგან ასუფთავებთ თქვენს ორგანიზმს.

მძიმე დრო

გასაგებია, რომ სურვილი და სიახლოვე უფრო ბედნიერს გხდით, და კიდევ ისინი თქვენს თვითშეფასებაზე იმაზე მეტ გავლენას ახდენენ, ვიდრე გგონიათ.

სექსუალური კონტაქტი ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს ბედნიერების ჰორმონების, ოქსიტოცინის და ენდორფინის დახმარებით. აღგზნება სიამოვნების გრძნობას და დაჯილდოების სისტემის გააქტიურებას იწვევს, რომლებიც, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრების თანახმად, ზრდის ადამიანის რწმენას საკუთარ თავში. სხვათა შორის, იმის ცოდნა, რომ ვინმეს შიშველი მოსწონხართ, არ გავნებთ.

სტრესისგან გათავისუფლება

სექსი - ყველა უბედურებისგან ჯადოსნური საშუალებაა, ამიტომაც, გასაოცარი არ არის, რომ ის სტრესისგან გათავისუფლებაშიც გვეხმარება.

იელის მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ყოველდღიური სექსი ჰიპოტალამუსის უჯრედების აქტიურ ზრდას იწვევს. ეს არის ტვინის ნაწილები, რომლებიც სტრესის რეგულირებაზე აგებენ პასუხს. სხვა სიტყვებით, რაც უფრო ხშირად გაქვთ სიახლოვე, მით უფრო სრულყოფილი იქნება თქვენი ტვინიც.

ამას გარდა, რეგულარული სექსი ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონის შემცირებას უწყობს ხელს, რაც ადამიანს უფრო მშვიდს და მოდუნებულს ხდის.

არ გჭირდებათ დამამშვიდებელი, სექსით უნდა დაკავდეთ.

ნაბახუსევი

იმის მიუხედავად, რომ კვლევებს ჯერ არ წარუდგენიათ დამაჯერებელი მტკიცებები, რომ სექსი ნაბახუსევისგან ათავისუფლებს, მაგრამ მას ნამდვილად გადააქვს ტვინის ყურადღება ტკივილისგან ( მხოლოდ, თუ გული არ გერევათ). ეს არის ჯოჯოხეთისგან დროებითი გათავისუფლება, რომელიც თქვენს გონებაში სუფევს.

კაცებში ალკოჰოლი სისხლში ტესტოსტერონის დონეს ამცირებს, რის შედეგადაც მათ სიყვარული სჭირდებათ, რომ ნორმას დაუბრუნდნენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ გუშინ საწოლში არაფერი გამოუვიდათ. მაშინ, შემდეგ დღეს კაცები ამის გამოსწორებას ცდილობენ. ჩვენი რჩევაა- დილის სექსით დაკავდეთ. ეს ნაბახუსევზე უფრო ეფექტურად იმოქმედებს, ვიდრე კოფეინი.

ტკივილის შემსუბუქება

უკვე ვთქვით, რომ სექსი თავის ტკივილს შველის. მაგრამ, პროფესორი ბარი რ. კომისარუკის სიტყვებით, ის სხვა მტკივნეული შეგრძნებებისგანაც ათავისუფლებს. ასე, მეცნიერების გუნდმა აღმოაჩინა, რომ ვაგინალური სტიმულაცია, ორგაზმის მიღწევის გარეშეც კი, ზურგის და ფეხების ქრონიკულ ტკივილის ბლოკავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42