საგამოძიებო უწყება გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებთან რამდენიმე დღეა აღარ თანამშრომლობს. აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველები საუბრობენ.
ადვოკატების მტკიცებით, არსებობს 4 მოწმე, ვინც დეტალურ ინფორმაციას ფლობს როგორი იყო მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და სწორედ ამ მასალების სრულად გადაცემას ითხოვენ.
"ბოლო 2-3 დღის განმავლობაში საგამოძიებო უწყება კონტაქტზე აღარ გამოდის. ჩანიშნული გვქონდა პროკურორთან შეხვედრა და ეს შეხვედრაც გარკვეული მიზეზებით გადაიდო. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული 4 მოწმე არსებობს, რომელიც ფლობს კონკრეტულ ინფორმაციებს მეგი ბაქრაძის შესახებ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვაქცინაციამდე. ჩვენ მათ მაინდენტიფიცირებელ მონაცემებს ვერ დავასახელებთ იმის გამო, რომ არ ვენდობით გამოძიებას"- აღნიშნავს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ნინო ამაღლობელი.
მასალის გამოყენების პირობები