ქობულეთსა და ხელვაჩაურში უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნათ მეციტრუსეებს. მათი თქმით, ძლიერი ყინვების გამო, მოსავალი გაფუჭდა. მათივე ინფორმაციით, პრობლემებია მოსავლის ჩაბარებისასაც, რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, ისინი აცხადებენ, რომ ცუდი ამინდების გამო ბორანი პორტში ვერ შედის და არც კომპენსაციებია ამ ეტაპზე გათვალისწინებული.
,,სოფლის მოსახლეობის თითქმის ნახევარს არ აქვს აღებული მოსავალი.მთავრობა ვერ მუშაობს რა გლეხისთვის. არ არის ის პირობები, რომ შეუქმნა გლეხს, რომ მიიტანოს და ჩააბაროს.
გაყინულ მანდარინთან დაკავშირებით, კონპენსაცია არ იგეგმება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის 15 თეთრიანი კონპენსაცია, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოყო უნდა იყოს მიმართული მიზნობრივად,“- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






